logo
ENG



ზელენსკი რუსეთს "შინაარსიანი და გაუჭიანურებელი" მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს

19 მარ 202209:36
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ "შინაარსიანი და გაუჭიანურებელი" დიალოგისკენ მოუწოდებს. 

მისი განცხადებით, რუსეთის ერთადერთი შანსი, შეამციროს თავისივე "შეცდომებისგან" მიღებული ზიანი, უკრაინაში შეჭრის შეჩერებაა.

"დროა შევხვდეთ და ვილაპარაკოთ, დროა, აღდგეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის დანაკარგების აღდგენას რამდენიმე თაობა დასჭირდება". - თქვა ზელენსკიმ. 

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი "ჰუმანიტარული კატასტროფის" გამოწვევაში დაადანაშაულა, ვინაიდან თავდამსხმელებმა ჩაკეტეს მარიუპოლი, იქ მცხოვრებლებს არ აქვთ წვდომა საკვების მარაგებსა და წყალზე, ამასთან, მუდმივად იბომბება მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლები. 

ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვმა თავის ჯარს უბრძანა, გააკეთოს ყველაფერი ჰუმანიტარული კატასტროფის გამოსაწვევად, რათა ეს უკრაინელების ოკუპანტებთან თანამშრომლობის მიზეზი გახდეს. 

მისი შეფასებით, ასეთი საქციელი ომის დანაშაულებია. 

რუსეთი უკრაინისგან NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას და ნეიტრალიტეტს ითხოვს, უკრაინა კი აცხადებს, რომ ამ ითხოვს ნეიტრალიტეტის სპეციალურ მოდელს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის უსაფრთხოებას რამდენიმე დასავლური ქვეყანა დაიცავს, რომელსაც სამართლებრივი ძალა ექნება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.


close დახურვა